Saturday, November 29, 2014

  მასწავლებლის პროფესიული განვითრება. თვითშეფასება და კოლეგების ურთიერთშეფასება


ჩამტარებელი ორგანიზაცია:  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ჩატარების ადგილი:  მასწავლებლის სახლი
ხანგზლივობა:  8  საათი (9-10 სექტემბერი, 2013), ტრენერი - ანუკა ნარიმანიძე
ტრენინგის მიზნები  და ამოცანები
·         მონაწილეებმა იმსჯელონ და განიხილონ მასწავლებლის პიროვნული დამოკიდებულებები საკუთარი პროფესიისადმი.
·         გაიაზრონ საერთო ხედვის და ღირებულებების მნიშვნელობა  სწავლა/სწავლების და პროფესიული განვითარების პროცესში.
·         განიხილონ წარმატებული სკოლის მახასიათებლები და პროფესიული განვითარების კომპონენეტის მნიშვნელობა. განიხილონ პროფესიონალი მასწავლებლის მახასიათებლები და კომპეტენციები.
·         მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გაანალიზება და  მასწავლებლის საქმიანობის შეფასების მოდელების  გაცნობა.
·         საკუთარი გამოცდილების  დაკავშირება მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროცესსა და ინდივიდუალურ პროფესიულ გეგმებთან.
·         გაეცნონ სკოლის ბაზაზე სრულყოფილი პროფესიული განვითარების პროცესს და შეადრონ საკუთარ გამოცდილებას
განხილული თემები და შესრულებული აქტივობები
ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძვლებია
ü  პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო კონცეფციას.
ü  კვლევებმა, მეცნიერულად დაასაბუთეს მისი უპირატესობა მყარი, დინამიური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირებისათვის, შესაბამისად, ისეთი მოქალაქის აღზრდისათვის, რომელიც თანამედროვე სამყაროს გამოწვევებსა და  მოთხოვნებს უპასუხებს.
ü  პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე,   მისი განვითარების პროცესი და მის მიერ მიღწეული შედეგი.
ü  შედეგზე ორიენტირება გულისხმობს მოსწავლისათვის მიწოდებული ინფორმაციის არა მხოლოდ დამახსოვრებას, არამედ ამ ინფორმაციის მყარ, დინამიურ და ფუნქციურ ცოდნად გარდაქმნას.





ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და  საზოგადოებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, ეროვნული სასწავლო გეგმა გამოყოფს ცხრა პრიორიტეტულ კომპეტენციას, რომელთა ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში თვითრეალიზებისა და სათანადო ადგილის დამკვიდრებისათვის. საგნების სწავლება, სპეციფიკური კომპეტენციების განვითარებასთან ერთად, ხელს უნდა უწყობდეს ამ პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას მოსწავლეებში:

) წიგნიერება.
) მედიაწიგნიერება.
) ციფრული წიგნიერება
) რაოდენობრივი წიგნიერება
) ეკოლოგიური წიგნიერება.
) მრავალენობრივი (პლურილინგვური) კომპეტენცია.
) სემიოტიკური კომპეტენცია
) სწავლის სწავლა.
) სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია..

როგორი უნდა იყოს სკოლა, რა პროცესები უნდა მიმდინარეობდეს სკოლაში იმისთვის, რომ მან შეძლოს თავისი უმთავრესი დანიშნულების, მოსწავლეების მაღალი მიღწევების, უზრუნველყოფა.

მთავარი მიზანი: მოსწავლეების მაღალი მიღწევები

სტანდარტები სკოლის საქმიანობის სამი ძირითადი მიმართულებით:
Ø  აკადემიური საქმიანობა
1.       სასწავლო გეგმა. სკოლა შეიმუშავებს და განახორციელებსსასწავლო გეგმას, რომელიც შეესაბამებაზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, ეროვნულ სასწავლო გეგმასა და მოსწავლეების საჭიროებებს და უზრუნველყოფს მოსწავლეების მიერ აღნიშნული დოკუმენტით განსაზღვრული შედეგების მიღწევას.
2.       შეფასება. სკოლაში განხორციელებული სწავლების პრაქტიკა უზრუნველყოფს მოსწავლეების აქტიურ ჩართვას სასწავლო პროცესში და მათ მიერ მაღალი აკადემიური შედეგების მიღწევას.
3.       სწავლება. სკოლა იყენებს ეფექტიან და მრავალფეროვან სტრატეგიებს მოსწავლეთა მიღწევების რეგულარული მონიტორინგისა და სწავლების პრაქტიკაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებისათვის მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების მიზნით.

Ø  სასწავლო გარემო
1.       სკოლის კულტურა. სკოლა იყენებს ეფექტიან და მრავალფეროვან სტრატეგიებს მოსწავლეთა მიღწევების რეგულარული მონიტორინგისა და სწავლების პრაქტიკაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებისათვის მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების მიზნით.
2.       მოსწავლის ოჯახის, საზოგადოების მხარდაჭერა. სკოლა იყენებს ეფექტიან და მრავალფეროვან სტრატეგიებს მოსწავლეთა მიღწევების რეგულარული მონიტორინგისა და სწავლების პრაქტიკაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებისათვის მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების მიზნით.
3.       პროფესიული განვითარება. სკოლა იყენებს ეფექტიან და მრავალფეროვან სტრატეგიებს მოსწავლეთა მიღწევების რეგულარული მონიტორინგისა და სწავლების პრაქტიკაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებისათვის მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების მიზნით.
Ø  ეფექტიანობა
1.       ხელმძღვანელობა. სკოლა იყენებს ეფექტიან და მრავალფეროვან სტრატეგიებს მოსწავლეთა მიღწევების რეგულარული მონიტორინგისა და სწავლების პრაქტიკაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებისათვის მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების მიზნით.
2.    დაგეგმვა და ორგანიზება. სკოლის ხელმძღვანელობა გეგმავს, შეიმუშავებს , ახორციელებს და მონიტორინგს უწევს სკოლის განვითარების გეგმას, რომლის მიზანიც არის თითოეული მოსწავლის მიერ მაღალი აკადემიური შედეგების მიღწევა.

აქტივობა: როგორ მოხდეს მასწავლებლის მიერ  შესრულებული სამუშაოს შეფასება, ისე რომ ხელი შეეწყოს:
მასწავლებელთა პროფესიულ ზრდასა და თანამშრომლობითი ურთიერთობის გაღრმავებას?
გავრცელებული მოსაზრების თანახმად, თანამშრომელთა სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესებასა და ორგანიზაციის წარმატებასთან უფრო მეტად სწორედ არაფორმალური შეფასებაა დაკავშირებული.

მათი სინერგია (ერთობლიობა, შერწყმა) იძლევა თითოეულთან დაკავშირებული ხარვეზების გაბათილებისა და დადებითი ეფექტების გაძლიერების შესაძლებლობას
შეფასების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი :
_ კომუნიკაცია,
-თანამშრომლობა (კოოპერაცია) და
 -შეფასების პრიორიტეტულობისადმი ერთგულება.
შეფასების რუბრიკა მასწავლებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების კიდევ ერთი საკმაოდ პოპულარული მეთოდია. იგი შინაარსით (მაგრამ არა ფორმით) ძალიან ჰგავს რანგირებულ სკალას, იმ განსხვავებით, რომ მასში გათვალისწინებულია საკმაოდ დეტალური წერილობითი უკუკავშირი ყოველ კონკრეტულ შეფასებასთან დაკავშირებით.
ყველაფერი იწყება შეფასების ძირითადი კრიტერიუმების დადგენითა და იმის განსაზღვრით, თუ კონკრეტულად რა უნდა შეფასდეს.
შემდეგი ნაბიჯია შეფასების სკალის, ანუ შეფასების გრადაციის შერჩევა.
ამის შემდეგ ხდება რუბრიკის ყველაზე კრიტიკული კომპონენტის _ განმარტებების ფორ­მულირება.
კოლეგების გამოცდილების გაზიარება
 “კრიტიკული მეგობრებისინსტიტუტი; ურთიერთდაკვირვების მოდელი :
დაკვირვების წინა შეხვედრა - მასწავლებელი, რომლის გაკვეთილზეც ხდება დასწრება, აცნობს კოლეგას გაკვეთილის გეგმას; უხსნის, რა სახის დახმარებას ელის მისგან, რის შემდეგაც კოლეგები ერთობლივად შეიმუშავებენ შეფასების რუბრიკას/კრიტერიუმებს.
გაკვეთილზე დასწრება - დაკვირვება გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესზე, ან ცალკეულ დეტალებზე და  შედეგების დეტალური აღნუსხვა.

გაკვეთილის შემდგომი შეხვედრა - დაკვირვების შედეგების ანალიზი, შეფასება და გაკვეთილის გეგმაში კორექტირების შეტანა.




პორტფოლიო, როგორც მასწავლებლის შეფასებისა და თვითშეფასების საუკეთესო ინსტრუმენტი

ჩამტარებელი ორგანიზაცია:  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ჩატარების ადგილი:  მასწავლებლის სახლი
ხანგზლივობა:  3,5  საათი,  (17.02. 2012 16.00-19.30)
ნაწ.2 - ტრენინგის მიზანი და ამოცანები
მსმენელები გაეცნობიან მასწავლებლის პორტფოლიოს ფუნქციებს და მისი  ეფექტურად წარმოების გზებს; გაეცნობიან    ეფექტური პორტფოლიოს მომზადების წესებს და მეთოდებს შეისწავლიან იმ მიზეზებს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პორტფოლიოს წარმოება მასწავლებლისთვის.  ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები შეიმუშავებენ პორტფოლიოს შეფასების კრიტერიუმებსრათა ტრეინინგის გავლის შემდეგ საკუთარი ორტფოლიო შექმნან  მიღებული ცოდნის გათვალისწინებით. ტრენინგის ბოლოს მონაწილეები შესწავლილ თეორიულ მასალას პრაქტიკულად განახორციელებენ და ჯგუფის წინაშე საკუთარი პორტფოლიოს სხვადასხვა შემადგენელი ნაწილების  ნიმუშებით  წარსდგებიან.
ტრენინგის გავლის შემდეგ მასწავლებელი შეძლებს დამოუკიდებლად მოამზადოს და აწარმოოს საკუთარი პორტფოლიო. მას შეეძლება პორტფოლიოს მეშვეობით თავისი  პედაგოგიური პრაქტიკის სხვადასხვა ასპექტების წარმოჩენა. მასწავლებელს ასევე ეცოდინება, თუ როგორ იზრუნოს მან მოსწავლეებში პორტფოლიოს წარმოების უნარ-ჩვევის განვითარებაზე, და პორტფოლიო სასწავლო პროცესის განუყოფელ ნაწილად აქციოს.

დღის წესრიგი
1   გაცნობა/შესავალი
2   მწვრთნელის პრეზენტაცია ‘მასწავლებლის პორტფოლიო’
3   ჯგუფური მუშაობა/პრეზენტაცია ( სასწავლო პროექტის გეგმა და ანგარიში,გაკვეთილის შეფასების სქემა, მასწავლებლის თვითშეფასების სქემა,ა.შ.)
4   დასკვნითი ნაწილი

ნაწ.3 - რეზიუმე
მასწავლებლის პორტფოლიო მისი მიღწევების კრებულს წარმოადგენს.პორტფოლიო არის მასწავლებლის საქმიანობის და პროფესიული მომზადების, უწყვეტი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული საქმიანობის ანალიზის, შეფასებისა და პროფესიული წარმატების დამადასტურებელი დაოკუმენტების ერთობლიობა დროის გარკვეულ მონაკვეთში. ის არის იმ თვალსაჩინო მასალის კრებული, რომელიც პედაგოგის საქმიანობის მზარდ ხარისხს უჩვენებს; იგულისხმება პედაგოგიური ნიჭი, სწავლების სტილი და პროფესიული კომპეტენცია (ცოდნა და უნარები). პორტფოლიო ინდივიდუალური დოკუმენტია.
პორტფოლიოს გამოყენება სწავლების პროცესში ახალი მიგნებაა, მიუხედავად ამისა სპეციალისტები ერთ ხმად აღიარებენ მის მნიშვნელობას ამ სფეროში. ნებისმიერ დისციპლინაში პორტფოლიო წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას დაინტერესებულ საზოგადოებას წარედგინოს ამა თუ იმ ინდივიდის მიღწევები და საუკეთესო ნამუშევრები მოცემულ სფეროში. ის შეუცვლელი იარაღია მასწავლებლის თვითშეფასების საქმეში და ეხმარება მას, მოემზადოს სხვა ალტერნატიული შეფასების სტრატეგიებისთვის.
პორტპოლიოს ფუნქციებია:
§  ცოდნის დოკუმენტირება
§  მიღებული ცოდნის სისტემატიზირება
§  თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირება
§  (თვით)ევალუაციის საშუალება
მასწავლებლის პორტფოლიო წარმოადგენს საკუთარი მიღწევების წარმოჩენის საუკეთესო საშუალებას.  ის პედაგოგიური რეფლექსიის ინსტრუმენტია, რომლის დახმარებითაც მასწავლებელი აანალიზებს საკუთარ მიღწევებს პროფესიული ზრდის გზაზე. პორტფოლიოს დახმარებით, დაინტერსებული მკითხველი ნათელ წარმოდგენას იქმნის მასწავლებლის საქმიანობის ხარისხისა სა პროფესიული განვითარების შესახებ. როგორც წესი, პორტფოლიოს მიმოიხილავენ მასწავლებლის დასაქმების, წახალისების ან კატეგორიის მინიჭების გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ კუთხით, პორტფოლიო მასწავლებლის საქმიანობის ადექვატური შეფასების ინსტრუმენტია. მონიტორინგის მობილური ჯგუფი და საიდენტიფიკაციო კომისია პორტფოლიოზე დაყრდნობით შეაფასებს მასწავლებლის მიერ განხორციელებული საქმიანობის ხარისხს და მის პროფესიულ საქმიანობას.
პორტფოლიოს შემადგენელი დოკუმენტებია:
1 მასწავლებლის მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები (CV)
ü  პირადი მონაცემები
ü  განათლება და პროფესიული ტრენინგები
ü  სამუშაო გამოცდილლება
ü  კონფერენციები და სემინარები
ü  ინდივიდუალური და ჯგუფური პროექტები
ü  პუბლიკაციები
ü  სხვა აქტივობები და სხვადასხვა ორგანიზაციების წევრობა
ü  საკუთარი საქმიოანობის რეზიუმე (ბოლო ხუთი წლის ანალიზი/თვთშეფასება)
2   ყველა კლასისთვის წლიური სასწავლო კურსის პროგრამა/სილაბუსი, თემატური ერთეულის, სამოდელო გაკვეთილის, საგანმანათლებლო პროექტის ან ღონისძიების, ჩატარებული კვლევებბის ამსახველი მასალა:
ü  თემატური ერთეულის, გაკვეთილის, საგანმანათლებლო პროექტის ან აღმზრდელობითი/შემოქმედებითი ღონისძიების გეგმა
ü  გაკვეთილის (თემატური ერთეულის,  პროექტის ან ღონისძიების) ჩატარების ანგარიში
ü  გამოყენებული ან შექმნილი სასწავლო რესურსი (ტექსტი, პოსტერი, ფილმი და სხვ.); მისი მოკლე აღწერა და შექმნის მოტივი
ü  გამოყენებული მეთოდის /სტრატეგიის  მოკლე აღწერა და შექმნის მოტივი
ü  მოსწავლეთა სწავლის შეფასების ამსახველი მასალა
ü  გაკვეთილის (თემატური ერთეულის,  პროექტის ან ღონისძიების) მიმდინარეობის კათედრის სხდომაზე, სემინარსა თუ კონფერენციაზე წარდგენილი პრეზენტაციის ამსახველი ფოტო-ვიდეო-აუდიომასალა
ü  მასწავლებლის მიერ გამოყენებული ჯურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიის ქსეროასლი
3   მენტორის სამუშაო გეგმა/ანგარიში
4   კოლეგის გაკვეტილზე დასწრების შედეგად, მასწავლებლის მიერ შესრულებული ჩანაწერები და რეკომენდაციები
5 პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის ამსახველიმასალა (სერტიფიკატი, სილაბუსი/გეგმა/პროგრამა, ღნისძიების ჩვენეული მოკლე შეფასება)
6   თვით მასწავლებლის მიერ მომზადებული და ჩატარებული ტრენინგის/სემინარის/მრგვალი მაგიდის ამსახველი მასალა
7   ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებსა და ოროექტებსი გამარჟვებული მოსწავლეების სიგელების ასლები
8   მოსწავლეების, მშობლების და კოლეგების გამოხმაურება
9   მოსწავლეთა ტესტირების ან შეფესების ამსახველი მასალა (გეგმა, ტესტირების/გამოცდის/კითხვარის ნიმუშები, შედეგების ანალიზი, და სხვ.)
პორტფოლიოს შედგენა შემოქმედებითი პროცესია. რაც უფრო ორიგინალურია პორტფოლიო, მით უკეთესია.
მასწავლებლის პორტფოლიოში შესატანი დოკუმენტების აღრიცხვის ფურცელის ნიმუში:

მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები (CV)

წლიური სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი)

სამოდელო გაკვეთლის, თემატური ერთეულის,საგანმანათლებლო პროექტის ან აღმზრდელობითი/შემოქმედებითი ღონისძიების გეგმები

მენტორის სამუშაო გეგმა

განხორციელებული კვლევის, პროექტის ანგარიში

მოსწავლეთა აკადემიური წარმატების მონაცემები

კონფერენციაზე, სემინარსა და კათედრის სხდომაზე მასწავლებლის მიერ გაკეთებული პრეზენტაციის ამსახველიმასალა

გამოყენებული სტატიის ამონაბეჭდი

გამოყენებული სასწავლო რესურსების ნიმუშები

მასწავლებლის მიერ ჩატარებული სემინრის/ტრენინგის ამსახველიმასალა

სტაჯირების, ტრენინგების, სემინარების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები





სხვა თვალსაჩინო მასალა






ნაწ.4 - ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება.
რა იყო მნიშვნელოვანი და ახალი?
სამასწავლებლო პრაქტიკის შეფასების აუცილებლობა რამდენიმე პირობიდან გამომდინარეობს:
§  სწავლება ეფექტური უნდა იყოს და თითოეული მოსწავლის ეფექტურ სწავლას განაპირობებდეს
§  სწორად დაიგეგმოს მასწავლებლის საქმიანობის გაუმჯობესებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების გზა
§  შეიკრიბოს ობიექტური ინფორმაცია მასწავლებელთა წახალისებისათვის, მათთვის პოზიტიური განწყობის შენარჩუნებასა და სამუშაო მოტივაციის ამაღლებაში
ტრენინგის გავლის მეშვეობით, შესაძლებლობა მომეცა შემესწავლა თუ რა ფუნქციები ეკისრება  მასწავლებლის საქმიანობის შეფასების თვალსაზრისით მასწავლებლის პორტფოლიოს.  შეფასება შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით: დასწრება, მოწესრიგებულობა, პროფესიონალური ზრდა,... მასწავლებლის პროფესიონალურ ზრდას ხელს შემდეგი ძირითადი აქტივობები უწყობენ: სამოდელო გაკვეტილის ან ღონისძიების ჩატარება, ეფექტური სტრატეგიების აპრობირება, კოლეგის გაკვეთილზე დასწრება და უკუკავშირის მიწოდება,სასწავლო წლის ან ტრიმესტრული სასწავლო გეგმის მნიშვნელოვანი განახლება, პროფესიული განვითარების კურსის გავლა, სემინარის/პრეზენტაციის ჩატარება საგანმანათლებო-აღმზრდელობით თემაზე და სხვ.
მასწავლებლის საქმიანობის შეფასების მოხდენა შეუძლია სკოლის ხელმძღვანელობას, ხარისხის მართვის სამსახურს, სპეციალურ კომისიას (დაკომპლექტებულს სკოლის ან გარე სპეციალისტებისაგან), კოლეგამ, ან თავად მოახდინოს საკუთარი თავის შეფასება.
ღონისძიებაში მონაწილეობამ რა შემატა ჩემს გამოცდილებას?
ტრენინგის გავლის შედეგად მე შემეძლება ჩემი სამასწავლებლო პრაქტიკის ამსახველი პორტფოლიოს შექმნა, შემდეგი პრაქტიკული რეკომენდაციებიების გათვალისწინებით.
1.      აიღეთ საქაღალდე, რომელიც ამიერიდან თქვენი პორტფოლიოს ფუნქციას შეასრულებს.
2.      განსაზღვრეთ პორტფოლიოს თემა და მიზანი:
a)      ვინ გაეცნობა ჩენს პორტფოლიოს?
b)      რა აინტერესებს ჩემს შესახებ ჩემს პოტენციურ მკითხველს?
c)      რისი თქმა მსურს ჩემი საქმიანობის შესახებ?
d)      რა ფორმით შეიძლება ჩემი საქმიანობის პოზიტიური მხარეების ჩვენება?
3.       გაიხსენეთ მასწავლებლის პროფესიული და საგნობრივი სტანდარტი, ეთიკის კოდექსი და მათი დანიშნულება. დაფიქრდით და მონიშნეთ მუხლები, რომლებსაც ხარისხით/წარმატებით ასრულებთ.
4.      მოიფიქრეთ, რა თვალსაჩინო მასალითაა შესაძლებელი თქვენი საქმიანობის ეფექტურობის ან სრულყოფის ჩვენება. გადაწყვიტეთ რა მასალას შეიტანთ პორტფოლიოში და რა თანმიმდევრობით.
5.      დაიწყეთ მასალის მოგრაოვება. თითოეულ დოკუმენტს დაურთეტ მოკლე ფორმალური აღწერა: ‘გაკვეთილის გეგმა’, ‘მოსწავლის ნამუშევარი’, პედაგოგიური ესე’, ‘პედაგოგიური კვლევის ანგარიში’ და სხვ.
6.      პორტფოლიოს შევსების შემდეგ გააკეთეთ სარჩევი.
7.      მოემზადეთ თქვენს პორტფოლიოზე საუბრისათვის. პორტფოლიოს მოშველიებით, ხშირად იმართება ინდივიდუალური გასაუბრებები მასწავლებლის საქმიანობის ხარისხთან დაკავშირებით.
8.      წარუდგინეთ დასრულებული პორტფოლიო სკოლის ხელმძღვანელობას, მონიტორინგის მობილურ ჯგუფს, საინდენტიფიკაციო კომისიას და ყველა დაინტერესებულ პირს.
როგორ გამოვიყენებ შეძენილ ცოდნას და ახალ უნარებს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
მასწავლებლის ობიექტური შეფასება და თვითშეფასება პორტფოლიოს შექმნის ძირითადი დანიშნულებაა. მისი სწორად წარმოების წესების ცოდნა, მასში შესატანი დოკუმენტების ნუსხა,  პორტფოლიოში განთავსებული მასალის განსაკუთრებული ხარისხის პირობებია. დაურთოთ იმ სასწავლო დატვირთვების ნუსხა, რომლების შესრულება მოგვიწია მასწავლებლად მუშაობის პერიოდში, დავრწმუნდეთ, რომ ჩავრთეთ როგორც კვალიფიკაციის მიღებამდე გამოცდილება, ასევე კვალიფიკაციის მიღების შემდეგ, წოდების შესაბამისი სამუშაო.
შევადგინოთ კურსის სილაბუსი. მასში ჩართული უნდა იყოს მიზნები და ამოცანები, საკითხავი მასალები და საშინაო დავალებები, დაურთოთ გაკვეთილის გეგმის ნიმუში. განამტკიცეთ, თუ როგორ დაეხმარება თქვენს მიერ არჩეული მეთოდები და საკურსო მასალს მოსწავლეებს სასწავლო მიზნების მიღწევაში.
გავაკეთოთ საკლასო მენეჯმენტის სტილების ჩამონათვალი, რომელსაც თან დაურთოთ დასწრების აღრიცხვის და შეფასების ფურცლების ნიმუშები. ასევე დავამატოთ ინფორმაცია მშობლებთან ურთიერთობის ფორმების შესახებ. გაუკეთოთ კომენტარი იმასაც, თუ როგორ ვამყარებთ დისციპლინას საკლასო ოთახში.
მნიშვნელოვანია, აკადემიური დამსახურების ამსახველი როგორც მიღებული ჯილდოების ჩამონათვალის გაკეთება, ასევე გამოკვეთა იმისა, თუ როგორ გავაგრძელებთ პროფესიონალურ ზრდას.
როგორ ვგეგმავ შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას კოლეგებისთვის?
ვგეგმავ კათედრის წევრებთან საუბარს პორტფოლიოს მნიშვნელობის თაობაზე, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მასწავლებლის პრაქტიკა ასახული იყოს მისი პორტფოლიოს მეშვეობით. ეს შესაძლებელს გახდის მასწავლებლებს შორის გამოცდილების გაზიარების და კოლეგიალური შეფასების უფრო სრულყოფილი ფორმებით განხორციელდეს.
ნანა შენგელაია
ქ.თბილისის 171-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი
19.02.2012




როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე და სასწავლო პროექტებზე


ჩამტარებელი ორგანიზაცია:  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ჩატარების ადგილი:  126-ე საჯარო სკოლა (ხატია ბარაბაძე)
ხანგზლივობა:  10,11,12,13 დეკემბერი, 2012
ნაწ.2 - ტრენინგის მიზანი და ამოცანები
ტრენინგის მიზანი: პედაგოგებმა დამოუკიდებლად შეძლონ პედაგოგიური კვლევებისა და პროექტგაკვეთილების დაგეგმვა, მონიტორინგი და შეფასება.
ამოცანები:
·         კვლევის და პროექტის ამოსავალი  პუნქტის განსაზღვრა/საკვლევი თემის შერჩევასა და მიზნებისის ჩამოყალიბებას;
·         კვლევის  პროცესის  დოკუმენტირებას – კვლევის დღიურის წარმოებას;
·         საკითხთან  დაკავშირებული არსებული კვლევებისა და ლიტერატურის შესწავლასა და ანალიზს;
·         კვლევის ან პროექტის მეთოდის შერჩევასა და ექსპერტიზა (სხვა კოლეგებისთვის გაცნობა ან მეთოდის მოსინჯვა მცირე შერჩევაზე - საპილოტე კვლევა);
·         მონაცემთაშეგროვება;
·         მონაცემთაანალიზს, რომელიც ყველაზე საინტერესო და ამავე დროს კვლევის ყველაზე რთული პროცესია;
·         მოქმედების სტრატეგიის განვითარებასა და მისი პრაქტიკაში დანერგვას.
·         მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების პრეზენტაციას.

სესიების თანმიმდევრობა და ხანგრძლივობა


I დღე
II დღე
III დღე
IV დღე
1
პროგრამის პრეზენტაცია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა
პრაქტიკული კვლევა
პროექტგაკვეთილი (დაგეგმვა და პრეზენტაცია)
მასწავლებლის პორტფოლიო
2
პედაგოგიური კვლევა
პროექტგაკვეთილი
კათედრებზე მუშაობა და კვლევა
ანგარიშის ფორმები და მათი მომზადება
3

პროექტის შეფასების რუბრიკა


No comments:

Post a Comment