Saturday, November 29, 2014

პრეზენტაციის უნარების განვითარება





ჩამტარებელი ორგანიზაცია:  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ჩატარების ადგილი:  მასწავლებლის სახლი
ხანგზლივობა:  10.5  საათი (29-31 იანვარი, 2012)
ნაწ.2 - ტრენინგის მიზანი და ამოცანები
მსმენელები გაეცნობიან პრეზენტაციის დროს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ეფექტურადწარმართვის გზებს;  გაეცნობიან    ეფექტური პრეზენტაციის დაგეგმვისა დამომზადების მეთოდებსშეისწავლიან საპრეზენტაციო დოკუმენტის მომზადების პროგრამა Microsoft Powerpoint 2007-ის საშუალებით.
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები შეიმუშავებენ პრეზენტაციის შეფასების
კრიტერიუმებსრათა ტრეინინგის გავლის შემდეგ საკუთარი პრეზენტაცია ააგონ
მიღებული ცოდნის გათვალისწინებით.ტრენინგის ბოლოს მონაწილეები შესწავლილ თეორიულ მასალას პრაქტიკულად განახორციელებენ და ჯგუფის წინაშე საკუთარი პრეზენტაციით წარსდგებიან
ტრენინგის გავლის შემდეგ მასწავლებელი შეძლებს დამოუკიდებლად მოამზადოს და წარმართოს პრეზენტაცია მოცემულ თემაზე, წარადგინოს იგი Microsoft Power Point-ის მეშვეობით. მას შეეძლება თავისი  პედაგოგიური პრაქტიკის საჭიროებებიდან გამომდინარე სხვადასხვა აუდიტორიების წინაშე წარდგენა ეფექტური პრეზენტაციის წარმართვის წესების გათვალისწინებით. მასწავლებელს ასევე ეცოდინება, თუ როგორ იზრუნოს მან მოსწავლეებში პრეზენტაციის უნარ-ჩვევის განვითარებაზე, და პრეზენტაცია სასწავლო პროცესის განუყოფელ ნაწილად აქციოს.
ტრენინგის განრიგი
1 დღე
2 დღე
3 დღე
შესავალი და გაცნობა
 შესავალი
ინდივიდუალური პრეზენტაციების წარდგენა
მწვრთნელის პრეზენტაცია წარმატებული პრეზენტაციის წარმართვის თემაზე
პრაქტიკული ნაწილი: ინფორმაციის დიზაინი, პრეზენტაციის აწყობა შესაბამისი კომპიუტერული პროგრამის საშუალებითMicrosoft Power Point
დასკვნითი ნაწილი
რეფლექსია/დისკუსია




ნაწ.3 - რეზიუმე
პრეზენტაცია - ლათინური სიტყვაა და წარდგენას ნიშნავს. ეს არის რაიმე საკითხის აუდიტორიის წინაშე საჯარო წარდგენის პროცესი. პრეზენტაციის მიზანია ადამიანების გარკვეულ წრეს გააცნო შენი საქმიანობის, კვლევის შედეგები.
თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნიდან გამომდინარე, ადამიანებს მუდმივად უწევთ განხორციელებული პროექტების, თავიანთი კვლევის შედეგების და სხვ. წარდგენა. მასწავლებელი უნდა ზრუნავდეს მოსწავლეებში პრეაზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარებაზე. თუკი სხვადასხვა საგანში პრეზენტაციები სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი გახდება, მოზარდები ბევრად უფრო მომზადებულები შეხვდებიან ცხოვრების გამოწვევებს და სასწავლო პროცესი ბევრად საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება.
ეფექტური პრეზენტაციისთვის  უნდა გავითვალისწინოთ  5 ძირითადი  რჩევა:
1 - მოხსენება/პრეზენტაცია ეფექტურად დავიწყოთ და ეფექტურად დავასრულოთ. დასაწყისი და დასასრული არის პრეზენტაციის ხერხემალი.
2 - შევქმნათ შინაარსობრივი ჩარჩო. ძირითადი იდეები არ უნდა იყოს ბევრი;
3 - მოვახდინოთ პრეზენტაციის გამჭირვალე დანაწევრება;
4 - რესურსები გონივრულად გამოვიყენოთ;
5 - სწორად გამოვიყენოთ არავერბალური კომუნიკაცია.
პრეზენტაციის დაგეგმვა. პრეზენტაციისთვის გამოყოფილი დრო განსაზღვრავს  საპრეზენტაციო თემიდან იმ დეტალების რაოდენობას და მოცულობას, რომელსაც უნდა შევეხოთ გამოსვლისას. რაც უფრო მოკლეა პრეზენტაცია. მით უფრო მეტ სირთულეებთან არის დაკავშირებული მისი ეფექტურად წარმართვა. პრეზენტატორმა საუბრის ხანგრძლივობა შეიძლება გამოთვალოს იმ პრინციპიდან, რომ ადამიანი წუთში საშუალოდ 150 სიტყვას გამოთქვამს. შესაბამისად ათწუთიანი პრეზენტაცია არ უნდა აღემატებოდეს 1500 სიტყვას. გამოსვლის წერილობითი ფორმით მომზადება ძალიან გონივრულია, ხოლო გამოსვლისას სასურველია ვისაუბროთ წინასწარ გამზადებული მინიშნებების დახმარებით. პანიკის  თავიდან აცილების მიზნით სასურველია გავიაროთ რეპეტიცია თვალსაჩინოების გამოყენებით, კოლეგას ვთხოვოთ დაგვისვას ყველა კითხვა, რომელიც მას მოსმენისას გაუჩნდება გამოსვლის ბოლოს.
წინასწარ უნდა განისაზღვროს გვსურს ინფორმაციის მიწოდება, რაღაცის ახსნა თუ კონკრეტული პოზიციის დასაბუთება. სამოქმედო ფორმულა ჩვენთვის იქნებოდა: „ვინ? რას? როგორ? როდის? სად? რატომ?“
პრეზენტაციის წარმართვის წესები. მოხსენების შესავალში მომხსენებელი მსმენელთა აუდიტორიას აცნობს იმ საკითხებს, რასაც საუბრის დროს შეეხება, ამით ის აუდიტორიას ამზადებს საკითხის განსახილველად. მოხსენების მომდევნო ეტაპზე პრეზენტატორი უღრმავდება თითოეულ საკითხს. ბოლოს ის  რეზიუმეს სახით აგვირგვინებს გამოსვლას.
კვლევები ადასტურებენ, რომ ზეპირი პრეზენტაციის დროს აუდიტორიას მაქსიმუმ შეუძლია აითვისოს ცხრა-ათი საკითხი, რომლებიცდააახლოებით სამი ქვესათაურის ქვეშ უნდა იყოს გაერთიანებული. საუბრის მთლიანი სტუქტურა შეიძლება შემდეგნაირად წარმოვიდგინოთ:
შესავალი
I
II
III
დასკვნა


პრეზენტაციის სტრუქტურის აგების ეტაპები.
ü  მას შემდეგ, რაც განვსაზღვრავთ პრეზენტაციის თემას და ჩამოვაყალიბებთ მიზანს , შევადგინოთ ყველა საკითხის ნუსხა, რომლის განხილვაც განზრახული გვაქვს საუბრის პროცესში.
ü  დავაჯგუფოთ ეს საკითხები რამდენიმე მსხვილ ჯგუფად და დავასათაუროდ. თითოეული მსხვილი საკითხვისთვის ქვესაკითხები განვალაგოთ ლოგიკური წესით.
ü  მოვხაზოთ შესავალი ნაწილი და დასკვნა. შესავალი ნაწილი უნდა შეიცავდეს რამდენიმე სიტყვას პრეზენტატორის შესახებ, თემას და სტრუქტურას.
პრეზენტაციის წერილობით ჩამოყალიბება. რეფერატი -  არის ნაშრომი, რომელიც აგებულია სხვადასხვა ავტორისგან ნასესხები მასალებით და მისი კვლევითი ხასიათი ვლინდება ერთზე მეტი თვალსაზრისის სწორად გადმოცემაში და მათ ერთმანეთთან შედარებაში. რეფერატის წერისას უნდა დავამუშაოთ წყაროები და ავტორები და წყარო აუცილებლად მიუთითოთ გამოყენებული ლიტერატურის სიაში. რეფერატი შედგება სამი ნაწილისგან: შესავალი, სადაც ვხსნით თემის არჩევანს, მოვხაზავთ მიზნებს და ამოცანებს; ძირითადი ნაწილი, რომელშიც ნაბიჯ-ნაბიჯ ვხსნით თემას და ვადასტურებთ ნათქვამს ციფრებით, ფაქტებით ან ციტატებით; დასკვნა - თემასთან დაკავშირებული ჩამოყალიბებული ზოგადი დასკვნები.
Microsoft Power Point-ის მეშვეობით ინფორმაციის დიზაინი  პრეზენტაციის ვიზუალურ ნაწილს ეხება და გულისხმობს, როგორც ინფორმაციის ბლოკების ორგანიზებას, ისე გარეგნული მხარის დახვეწას. ეფექტური პრეზენტაცია ისე უნდა იყოს  სტრუქტურირებული რომ საგრძნობლად გაუადვილოს აუდიტორიას ინფორმაციის მიღება, აღქმა, დამუშავება და უკუკავშირი. სლაიდზე მხოლოდ ძირითადი, აუცილებელი ინფორმაცია უნდა იყოს დატანილი, ტექსტი უნდა იყოს ლაკონური, არ უნდა იყოს გადატვირთული სასვენი ნიშნებით; ფონისა და შრიფტის ფერები, ძირითადი ელემენტების მდებარეობა უნდა მეორდებოდეს.
 პრეზენტაცია უმაღლეს შეფასებას იმსახურებს, თუ საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული, ტერმინოლოგია დაცულია,  შეიცავს ორიგინალურ დაკვირვებას და თვითმყოფად შეფასებებს და ეფექტურად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხების ფართო სპექტრს.

ნაწ.4 - ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება.
რა იყო მნიშვნელოვანი და ახალი?
 მოცემული ტრენინგისგან  მივიღე დასამუშავებული თემის ეფექტური სახით პრეზენტირების უნარი და გამოცდილება. დეტალურად იქნა განხილული პრეზენტაციის  მომზადების და წარმართვის თითეული ეტაპი, პრეზენტაციის აგებულების სტრუქტურა და წარმატებული პრეზენტაციის მახასიათებლები. დეტალურად და გასაგებად იქნა ახსნილი პრეზენტაციის ელეტრონული სახით წარდგენა Microsoft Power Point-ის საშუალებით.
მნიშვნელოვანი ყურადღება  დაეთმო პრეზენტააციის დაგეგმვას. პრეზენტაციისთვის გამოყოფილი დრო განსაზღვრავს ჩვენს მიერ არჩეული საპრეზენტაციო თემიდან იმ დეტალების რაოდენობას და მოცულობას, რომელსაც უნდა შევეხოთ გამოსვლისას. რაც უფრო მოკლეა პრეზენტაცია მით უფრო მეტ სირთულეებთან არის დაკავშირებული მისი ეფექტურად წარმართვა.პრეზენტაციის შინაარს ძირითადად მსმენელთა მომზადება და ინტერესი განსაზღვრავს. მომხსენებლის უპირველესი ამოცანაა აუდიტორიის დაინტერესება.
ტრენინგმა გაამახვილა ყურადღება პრეზენტაციის დაგეგმვისას თუ როგორი სახის ინფორმაციი მიწოდება უფრო ადექვატური იქნება ამა თუ იმ აუდიტორიისთვის. როცა აუდიტორია შედგება ჩვენი კოლეგებისგან, რომელთაც საერთო ინტერესი გააჩნიათ და მეტ-ნაკლებად ერთნაირი ცოდნა აქვთ მოცემულ სფეროში, შეგვიძლია მათ მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, საკითხის ღრმა ანალიზი და გამოვიყენოთ სპეციფიკური ტერმინოლოგია.  გამოსვლის სტრატეგიას ასევე განსაზღვრავს აუდიტორიის სიდიდებ – პატარა აუდიტორიაში რეკომენდირებულია სასაუბრო სტრატეგიის გამოყენება. დიდ ჯგუფებთან გამოსვლისას კი პრეზენტაცია კარგად უნდა იყოს სტრუქტურირებული და გამოყენებული უნდა იყოს  ვიზუალური მასალა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზენტაციის აგებისას მივყვეთ თანმიმდევრობას: მას შემდეგ, რაც განვსაზღვრავთ პრეზენტაციის თემას და ჩამოვაყალიბებთ მიზანს (აუდიტორიის გათვალისწინებით); შევადგინოთ ყველა საკითხის ნუსხა, რომლის განხილვაც განზრახული გვაქვს საუბრის პროცესში.დავაჯგუფოთ ეს საკითხები რამდენიმე მსხვილ ჯგუფად და დავასათაუროდ. თითოეული მსხვილი საკითხვისთვის ქვესაკითხები განვალაგოთ ლოგიკური წესით.მოვხაზოთ შესავალი ნაწილი და დასკვნა. შესავალი ნაწილი უნდა შეიცავდეს რამდენიმე სიტყვას პრეზენტატორის შესახებ, თემას და სტრუქტურას.
თვალსაჩინო მაგალითები შესაძლებელია ორი სახით წარმოვადგინოთ : 1) ტექსტური - მთავარი დებულებები და პოსტულატები;  2) გრაფიკული - სქემა, დიაგრამა, ცხრილი, რუკა, სხვმომხსენებლის  მეტყველება  უნდა იყოს გამართული და მშვიდი, წინადადებები მარტივი. გარდა ამისა, მომხსენებლი   მნიშვნელოვან ინფორმაციას გასცემს გამომეტყველებით,პოზით, ჟესტიკულაციითა და გარეგნობით, არავერბალური კომუნიკაციაც ასევე ახდენს გავლენას პრეზენტაციის კარგად წარდგენაზე, შესაბამისად ტრენინგის გარკვეული ნაწილი დაეთმო არავერბალური კომუნიკაციის სწორი ფორმით გამოყენების შესწავლას.
მეტად მნიშვნელოვანია პრეზენტატორის ჩაცმულობაუნდა იყოს ჩაცმული სასიამოვნოთ და კომფორტულად გრძნობდეს თავს.

ღონისძიებაში მონაწილეობამ რა შემატა ჩემს გამოცდილებას?
ტრენინგის გავლის შემდეგ მე, როგორც მასწავლებელი, შევძლებ დამოუკიდებლად მოვამზადო და წარვმართო პრეზენტაცია არჩეულ თემაზე, და წარვადგინო იგი Microsoft Power Point-ის მეშვეობით. ამასთან ერთად შემეძლება ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის საჭიროებებიდან გამომდინარე სხვადასხვა აუდიტორიების წინაშე წარდგენა ეფექტური პრეზენტაციის წარმართვის წესების გათვალისწინებით.  ასევე, მეცოდინება თუ როგორ ვიზრუნო ჩემს მოსწავლეებში პრეზენტაციის უნარ-ჩვევის განვითარებაზე, და პრეზენტაცია სასწავლო პროცესის განუყოფელ ნაწილად ვაქციო.
 ჩემს მიერ გავლილი კურსი ეფექტური პრეზენტაციის მომზადების და წარდგენის თაობაზე, ყურადღებას ამახვილებდა როგორც პრეზენტაციის სტრუქტურაზე და მისი წარმართვის ძირითად წესებძე, ასევე ინფორმაციის დიზაინის საშუალებებზე,    Power Point-ის პროგრამაში მუშაობაზე და რეფერატის მომზზადების ძირითად ასპექტებზე.  იყო განხილული პრეზენტაციის როლი და შესაძლებლობები სასწავლო პროცესში; პრეზენტაციით გამდიდრებული გაკვეთილის მომზადება და განხორციელება; პრეზენტაციით გამდიდრებული სასწავლო პროექტის მომზადება და განხორციელება; პროფესიული განვითარებისთვის  პრეზენტაციის საშუალებები.
როგორ გამოვიყენებ შეძენილ ცოდნას და ახალ უნარებს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
დღევანდელი ცხოვრების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადამიანებს მუდმივად უწევთ თავიანთი მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი კვლევის შედეგების, განხორციელებული პროექტების და სხვ. წარდგენა. კარგია, როდესაც მასწავლებელი ფლობს პრეზენტაციის წარმართვის უნარს. ეს საკუთარი შესაძლებლობების, დაგეგმილი თუ ჩატარებული სამუშაოს წარმოჩენის საშუალებას იძლევა მასწავლებლის პროფესიული განვიტრებისთვის. მასწავლებელი უნდა ზრუნავდეს მოსწავლეებს განუვითაროს ეს უნარ-ჩვევა. თუკი სხვადასხვა საგანში პრეზენტაციები სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი გახდება,  მოზარდები ბევრად უფრო მომზადებულები შეხვდებიან ცხოვრების გამოწვევებს. ამავდროულად სასწავლო პროცესი ბევრად საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება.
ჩვენ როგორც მასწავლებლებს უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ თავად უნდა ვიყოთ კარგი პრეზენტატორები, არამედ მოსწავლეებს უნდა განუვითაროთ ეს უნარი.
პრეზენტაციის მომზადების და წარდგენის წესების ცოდნა და გამოცდილება შემდეგი პრაქტიკული მიმართულებებით იქნება გამოყენებული:
ü  სასწავლო მასალის პრეზენტაციის სახით წარდგენა;
ü  მოსწავლეების პრზენტაციის უნარ-ჩვევის განვითარებაზე ზრუნვა;
ü   პროფესიული განვითარების პრაქტიკის კვლევის ანგარიშების და განხორციელებული პროექტების წარდგენა

როგორ ვგეგმავ შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას კოლეგებისთვის?
1.      ეფექტური პრეზენტაციის წესების თაობაზე და სხვა პროფესიული განვითარების მიზნების შესაბამის თემებზე პრეზენტაციების გამართვა, სხვადასხვა რესურსების გამოყენებით,  მაგ. Power Point-ი, ვიდეო, სტენდები,  რეზიუმე.
2.       ინტეგრირებული გაკვეთილების მსვლელობაში ერთობლივი და ინდივიდუალური პრეზენტაციების კოლეგებთან ერთად მომზადება/ ჩართვა.

ნანა შენგელაია
171 საჯარო სკოლა
სქემაში ჩართული პედაგოგი

3 თებერვალი, 2012